Accessibility links

logo-print

თურქეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ


თურქეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა ერაყის ჩრდილოეთი საზღვარი გადაკვეთეს

თურქეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა ერაყის ჩრდილოეთი საზღვარი გადაკვეთეს
ერაყის ტერიტორიაზე ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ რეიდის ჩასატარებლად. გენერალური შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარებმა ხუთშაბათს დაიწყეს სამხედრო თვითმფრინავების მხარდაჭერით ერაყში შესვლა და "რაც შეიძლება მალე დაბრუნდებიან უკან". თურქეთის კერძო ტელევიზიის თანახმად, თურქეთის 10 ათასამდე ჯარისკაცმა გადაკვეთა ერაყის საზღვარი. ერაყში განთავსებული შეერთებული შტატების ჯარების სარდლობამ განაცხადა, რომ ინფორმირებულია ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის მიერ წარმოებული ოპერაციის შესახებ.

XS
SM
MD
LG