Accessibility links

logo-print

თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 7


თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 7 თურქი ჯარისკაცი და 79 ქურთი მეამბოხე დაიღუპა ჩრდილოეთ ერაყში

თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 7 თურქი ჯარისკაცი და 79 ქურთი მეამბოხე დაიღუპა ჩრდილოეთ ერაყში
გამართული ბრძოლების შედეგად. თურქი ჯარისკაცები, რომლებსაც საბრძოლო თვითმფრინავები უმაგრებდნენ ზურგს, ჩრდილოეთ ერაყში ხუთშაბათს შეიჭრნენ. მათი მიზანი იყო ბრძოლა ქურთ მეამბოხეებთან, რომლებიც თავს მათ ჩრდილოეთ ერაყიდან ესხმიან. ვრცელდება ცნობა, რომ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა რამდენიმე ათასი თურქი სამხედრო. სარდლობა რიცხვს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები შეძლებისდაგვარად მალე დაბრუნდებიან შინ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მოუწოდებს ანკარას – სწრაფად შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია.
XS
SM
MD
LG