Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებული შტატები, თავის საელჩოზე


ამერიკის შეერთებული შტატები, თავის საელჩოზე ბელგრადში მომხდარი თავდასხმის გამო, პასუხისმგებლობას

ამერიკის შეერთებული შტატები, თავის საელჩოზე ბელგრადში მომხდარი თავდასხმის გამო, პასუხისმგებლობას
სერბიის ხელისუფლებას აკისრებს. საუბარია მიმდინარე კვირაში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც სერბმა მომიტინგეებმა, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობას აპროტესტებდნენ, ცეცხლი წაუკიდეს აშშ-ის საელჩოს შენობას. შენობაში არ იმყოფებოდნენ თანამშრომლები. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას უცხო ქვეყანათა დიპლომატიური მისიები. რაისის თქმით, პოლიციამ ინერტულობა გამოავლინა და არაადექვატური ნაბიჯები გადადგა. სახელმწიფო მდივანი გამოთქვამს იმედს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ გამეორდება. თავის მხრივ, შექმნილ სიტუაციაში ბელგრადი ვაშინგტონს ადანაშაულებს. სერბიის პრემიერ-მინისტრის ვოისლავ კოშტუნიცას განცხადებით, "თუკი შეერთებული შტატები კვლავაც დარჩება ამჟამინდელ პოზიციაზე, რომ კოსოვოს ყალბმა სახელმწიფომ იარსებოს... მთელი პასუხისმგებლობა მომავალში შეერთებულ შტატებს დაეკისრება." მანამდე, ვაშინგტონმა გადაწყვიტა, უსაფრთხოების მიზნით, სერბიიდან გაიყვანოს საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახები.
XS
SM
MD
LG