Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა თავის თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა


ევროკავშირმა თავის თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე ეთნიკურად გაყოფილ ქალაქ მიტროვიციდან.

ევროკავშირმა თავის თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე ეთნიკურად გაყოფილ ქალაქ მიტროვიციდან.
ორგანიზაციამ ასეთი გადაწყვეტილება სერბების მიერ ბოლო დღეებში გამოხატული მწვავე პროტესტის ფონზე მიიღო. ევროკავშირის წარმომადგენელი კოსოვოში პიტერ ფირი იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის თანამშრომლები მალე შეძლებენ – დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს. კოსოვოს დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ სერბებმა საპროტესტო აქცია მიტროვიცაში შაბათსაც გამართეს. ვრცელდება ცნობა, რომ გაეროს პოლიციურმა ძალამ ჩაკეტა გასასვლელები მთავარ ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის სერბებით და ალბანელებით დასახლებულ ნაწილებს.
XS
SM
MD
LG