Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დროებით გაიყვანა თავისი წარმომადგენლები


ევროკავშირმა დროებით გაიყვანა თავისი წარმომადგენლები ჩრდილოეთ კოსოვოდან.

ევროკავშირმა დროებით გაიყვანა თავისი წარმომადგენლები ჩრდილოეთ კოსოვოდან.
ეს, უსაფრთხოების მოსაზრებებით გამოწვეული, ნაბიჯი მოჰყვა სერბული უმცირესობის საპროტესტო აქციებს, მიმართულს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების წინააღმდეგ. კოსოვოში ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ ფეიტმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები, რომელთა მისიაც ითვალისწინებს კოსოვოელების მხარდაჭერას პოლიციისა და სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაში, მალე დაბრუნდებიან ქალაქ მიტროვიცაში. კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონიდან ევროკავშირის წარმომადგენლების გაყვანამდე, აშშ-მა სერბიაში თავისი საელჩოს თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია განახორციელა. ხუთშაბათს ბელგრადში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს აშშ-ის საელჩოს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG