Accessibility links

logo-print

სამშაბათს ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრმა


სამშაბათს ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრმა - პირველმა ამერიკის ორკესტრებს შორის - კონცერტი გამართა ჩრდილოეთ კორეაში.

სამშაბათს ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრმა - პირველმა ამერიკის ორკესტრებს შორის - კონცერტი გამართა ჩრდილოეთ კორეაში.
ფხენიანში გამართული კონცერტი დაიწყო ორი ქვეყნის ჰიმნების შესრულებით. პროგრამაში შედიოდა აგრეთვე რიხარდ ვაგნერის, ანტონინ დვორჟაკისა და ჯორჯ გერშვინის ნაწარმოებები. კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიით. როგორც ორკესტრის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, ლორინ მააზელმა განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ კონცერტი მცირე წვლილს შეიტანს შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის დაახლოებაში. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ფხენიანში კონცერტის გასამართად მიიწვია ბრიტანელი როკვარსკვლავი ერიკ კლაპტონი.

XS
SM
MD
LG