Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გაამართლა თურქეთის იერიში

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გაამართლა თურქეთის იერიში
ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყში. მისი თქმით, თურქეთს უფლება აქვს, თავი დაიცვას ტერორიზმისგან. სატელევიზიო გამოსვლისას ერდოანმა გაიმეორა თურქეთის დაპირება, რომ მისი ჯარები შინ დაბრუნდებიან რაც შეიძლება მოკლე დროში. თურქეთის ჯარები ერაყში ხუთშაბათს, 21 თებერვალს შევიდნენ ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომართა წინააღმდეგ რეიდის განსახორციელებლად. ეს მეომრები ერაყის ტერიტორიას იყენებენ თურქეთის წინააღმდეგ იერიშების საწარმოებლად. თურქეთის არმია აცხადებს, რომ მისი იერიშისას 150 მეამბოხე და 17 ჯარისკაცი დაიღუპნენ. ერაყმა დაგმო თურქეთის ინტერვენცია ერაყის ტერიტორიაზე და მოითხოვა ქურთების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია დაუყვონებლივ შეწყდეს.

XS
SM
MD
LG