Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ავტორიტარული მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკას


ბელორუსიის ავტორიტარული მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკას ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი,

ბელორუსიის ავტორიტარული მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკას ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი,
ალიაქსანდრ კაზულინი დროებით გაათავისუფლეს პატიმრობიდან მეუღლის დაკრძალვაზე დასასწრებად. კაზულინმა შიმშილობა დაიწყო ხელისუფლებისადმი მოთხოვნით, რომ მიეცათ მისთვის უფლება, დასწრებოდა მეუღლის დაკრძალვას. ირინა კაზულინა შაბათს გარდაიცვალა კიბოს დაავადებით. ალიაქსანდრ კაზულინი სამი დღით გაათავისუფლეს. დაკრძალვაზე დასასწრებად მისი გათავისუფლების მოთხოვნით ევროკავშირი და შეერთებული შტატები გამოვიდნენ. 2006 წელს კაზულინი ხუთნახევარი წლით ჩასვეს ციხეში მას მერე, რაც მან მონაწილეობა მიიღო ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში.
XS
SM
MD
LG