Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი სტუდენტის, სიკვდილმისჯილი საიედ ფერვეზ


ავღანელი სტუდენტის, სიკვდილმისჯილი საიედ ფერვეზ კამბახშის აპელაციის განხილვა ქაბულში გადაიტანეს

ავღანელი სტუდენტის, სიკვდილმისჯილი საიედ ფერვეზ კამბახშის აპელაციის განხილვა ქაბულში გადაიტანეს
განხილვის სამართლიანობის ხელშეწყობის მიზნით. ფერვეზ კამბახში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია. მას სასჯელი ქალაქ მაზარ-ი შარიფის ადგილობრივმა სასამართლომ მკრეხელობაში ბრალდების საფძუველზე გამოუტანა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცმა ინტერნეტიდან ამობეჭდა სტატია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა იმას, რაც ქალების შესახებ წერია ყურანში. ავღანეთის გენერალურმა პროკურორმა დღეს გააკეთა განცხადება სტუდენტის აპელაციის განხილვის ქაბულში გადატანის შესახებ.
XS
SM
MD
LG