Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს


მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს მოუწოდა,

მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს მოუწოდა,
დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია: [პრეზიდენტ სააკაშვილის ხმა] “ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაანთავისუფლოს დაჭერილი ჟერნალისტი, მოტაცებული ჟერნალისტი, ან მე, საქართველოს პრეზიდენტი მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას, გაანთავისუფლოს ბასილაია სოხუმში”. ჟურნალისტის დაუყოვნებლივ განთავისუფლების მოწოდებით, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც. მალხაზ ბასილაია ტელეკომპანია "მზის" კორესპონდენტია, ის 26 თებერვალს გალის რაიონში დააკავა აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურმა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ლუიზ არბურთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებული ქართველი ჟურნალისტები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
XS
SM
MD
LG