Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი თურქეთში ჩავიდა, რათა თურქეთის ლიდერებს მოუწოდოს,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი თურქეთში ჩავიდა, რათა თურქეთის ლიდერებს მოუწოდოს,
მალე დაასრულონ ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაცია. ხუთშაბათს გეიტსი შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულს და პერმიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს. თვით გეიტსს აქვს ნათქვამი, რომ პირადად მიმართავს მოწოდებით თურქ ლიდერებს, რაც შეიძლება მალე მოუღონ ბოლო ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციას ჩრდილოეთ ერაყში. მანამდე თურქეთის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ანკარა არ აპირებს ჩრდილოეთ ერაყიდან ჯარების გაყვანის განრიგის განსაზღვრას, ვიდრე არ გაანადგურებს ქურთი მეამბოხეების ბაზებს ერაყის ამ რეგიონში. თურქი სამხედროები 21 თებერვალს შეიჭრნენ ჩრდილოეთ ერაყში ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ იერიშების განსახორციელებლად. თურქი სამხედროების დღევანდელი განცხადებით, წუხანდელი შეტაკებების შედეგად 77-ზე მეტი მეამბოხე მოკლეს. ამით 230-მდე გაიზარდა ოპერაციის მსვლელობაში მოკლული ქურთი მებრძოლების რიცხვი. თურქებმა 24 ჯარისკაცი დაკარგეს.
XS
SM
MD
LG