Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ”თვითნებურ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ”თვითნებურ ინტერპრეტაციას” უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ”თვითნებურ ინტერპრეტაციას” უწოდებს
მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შედეგ ქართული მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ კომენტარებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებებით იქმნება არასწორი შთაბეჭდილება, თითქოს სოხუმისა და ცხინვალის ზურგს უკან რუსეთმა ქართულ მხარეს მისცა დაპირება, რომ არასოდეს აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას აპროტესტებს ქართული მხარე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე კვლავაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტების შეხვედრის დროს რუსეთის მხარემ სწორედ ის არნისნა, რასაც 7-დღის დაგვიანებით, საგარეო უწყება უარყოფს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს რომ რუსერთის მხარის მიერ გავრცელებული განცხადება წარმოადგენს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერპრეტაციას და ეს არ აისახება რუსეთის სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესზე.
XS
SM
MD
LG