Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს მოუწოდა თურქეთს -სწრაფად მიაღწიოს მიზანს და სწრაფად გამოიყვანოს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს მოუწოდა თურქეთს -სწრაფად მიაღწიოს მიზანს და სწრაფად გამოიყვანოს
სამხედროები ჩრდილოეთ ერაყიდან. ასეთი განცხადებები პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ
პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დღეს ანკარაში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა თურქეთის არმიის შეჭრა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთ სეპარატისტებთან საბრძოლველად. რობერტ გეიტსის არწმუნებს თურქეთს, რომ ერაყში განხორციელებული ოპერაცია "ხანმოკლე და შეძლებისდაგვარად ზუსტად განიზნული უნდა იყოს." შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ცნობით, თურქეთი არ ასახელებს ზუსტ თარიღს, თუ როდის დასრულდება სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყში. ანკარა აცხადებს, რომ ჯარებს გამოიყვანს მას შემდეგ, რაც მისიას დაასრულებს. ერაყი გმობს სამხედრო ოპერაციას, რომელიც თურქეთმა გასულ ხუთშაბათს წამოიწყო. თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამ ხნის მანძილზე მოკლულია დაახლოებით 230 ქურთი მეამბოხე. ქურთისტანის მუშათა პარტიის ცნობით კი, დღევანდელ ბრძოლებს 18 თურქი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ქურთი სეპარატისტების პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG