Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დღეს მომხდარ


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დღეს მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 15 ადამიანი.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დღეს მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 15 ადამიანი.
ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დეფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფელ დმენისის მილიციის განყოფილებაში ტელევიზორი აფეთქდა, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აფეთქებას კოკოითის ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე, ქართული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი ტერაქტი უწოდა. ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას. დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვითარების დაძაბვა არ შედის ქართული მხარის ინტერესში.
XS
SM
MD
LG