Accessibility links

logo-print

ერაყის მთავრობა და ამერიკის შეერთებული


ერაყის მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმებიან თურქეთის არმიის გასვლას ერაყის ტერიტორიიდან.

ერაყის მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმებიან თურქეთის არმიის გასვლას ერაყის ტერიტორიიდან.
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში თურქი ჯარისკაცები სამხედრო ოპერაციას ატარებდნენ ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ. ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანის თქმით, თურქეთის არმიის გასვლა ადასტურებს ანკარის მიერ გაკეთებულ განცხადებათა მართებულობას, რომ ერაყში შეჭრა "შეზღუდული და დროებითი" იქნებოდა. შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭო აპირებს გააგრძელოს მუშაობა თურქეთთან და ერაყთან ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ირგვლივ. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ერთკვირიანი სპეც-ოპერაციის მანძილზე მისმა არმიამ მიაღწია დასახულ მიზანს. შედეგად დაიღუპა 240 ქურთი მეამბოხე და 27 თურქი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG