Accessibility links

logo-print

პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის განკარგულებით, ერევანში


პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის განკარგულებით, ერევანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 20-დღით აიკრძალა მიტინგების გამართვა და

პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის განკარგულებით, ერევანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 20-დღით აიკრძალა მიტინგების გამართვა და
ხალხის შეკრება ნებისმიერი მიზეზით. შეზღუდვები დაუწესდა ადგილობრივ მედიას, რომელმაც მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციები უნდა გაავრცელოს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ხელისუფლება ხსნის საფრთხით, რომელიც "კონსტიტუციურ წესრიგს" დაემუქრა. მანამდე, შაბათს, დილის 7 საათზე, ხელისუფლებამ დაარბია მიტინგი ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე. ოპოზიციის მხარდამჭერი რამდენიმე ასეული ადამიანი კვლავაც აპროტესტებდა სომხეთში 19 თებერვალს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ხალხი ყოფილ პრეზიდენტს ლევონ ტერ-პეტროსიანს უჭერს მხარს. თვითმხილველთა ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა თავისუფლების მოედანი ალყაში მოაქციეს და მომიტინგეთა ცემა დაიწყეს. საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაუზუსტებელი ცნობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს დაახლოებით 40 მომიტინგე. ხელისუფალთა მტკიცებით, არსებობდა ინფორმაცია, რომ 1 მარტს მომიტინგეები საგანგებო ღონისძიებას გეგმავდნენ და რომ მათ შორის ბევრი იყო შეიარაღებული. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საუბარია ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციის ძალისმიერ დაშლაზე. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ " თუკი ძალის გადამეტების ფაქტები დადასტურდება, აუცილებელი იქნება ყველა ასეთი ფაქტის გულდასმით გამოძიება". დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება ასევე დაგმო ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილკა კანერვამ. ის მოუწოდებს ერევანს – გაათავისუფლოს ყველა დაკავებული.
XS
SM
MD
LG