Accessibility links

ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიას


ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიას გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახის წევრებმა -

ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიას გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახის წევრებმა -
მშობლებმა, დებმა და მეუღლემ - დღეს შიმშილობა დაიწყეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მედია-ცენტრის ხელმძღვანელის რაულ ქირიას ცნობით, შიმშილობის აქცია ზუგდიდში, გაერო-ს მისიის ოფისთან მიმდინარეობს. ბასილაიას ოჯახის წევრები გაეროს პასიურობაში ადანაშაულებენ და ჟურნალისტის გათავისუფლების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებების გააქტიურებას მოითხოვენ. დღეს საღამოს გავრცელდა ცნობა, რომ მალხაზ ბასილაიასთან ერთად დაკავებული ტელეოპერატორის დავით წოწორიას დედა მაია დანელია, რომელიც ასევე დაკავებული იყო, აფხაზებმა გაათავისუფლეს. მას დაეკისრა ჯარიმის სახით 1500 რუბლის გადახდა. ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია, ტელეოპერატორი დავით წოწორია და მისი დედა მაია დანელია აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გალის რაიონში 26 თებერვალს დააკავეს. მათ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში" ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG