Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მას მერე, რაც დაიხურა ყველა


მას მერე, რაც დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი და რუსეთში

მას მერე, რაც დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი და რუსეთში
საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებლად გამოცხადდა,
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმირ ჩუროვმა თქვა, რომ ბიულეტენების ნაწილის, 16 პროცენტის დათვლის შედეგით, კანდიდატმა დმიტრი მედვედიევმა მოაგროვა ხმების უმეტესობა, 64 პროცენტზე მეტი. მოგვიანებით, ბიულეტენების 30 პროცენტს დათვლის შემდეგ, მედვედიევის მომხრეთა რიცხვმა იმატა და 66,50 პროცენტს მიაღწია. რუსეთის ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა დაგმო არჩევნები, როგორც გაყალბებული. კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ ის სასამართლოში შეიტანს სარჩელს არჩევნების დროს დარღვევების გამო. წინასწარი მონაცემებით, ზიუგანოვი მეორე ადგილზეა მედვედიევის შემდეგ, მას 19,01 პროცენტი მიემხრო.
ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება, რომ სერიოზული შენიშვნები მსვლელობასთან დაკავშირებით არ ყოფილა. თუმცა, დამოუკიდებელი მეთვალყურეები იუწყებიან ასობით დარღვევის შესახებ.
XS
SM
MD
LG