Accessibility links

შეტაკებების დროს, რომლებიც მოჰყვა ერევანში


შეტაკებების დროს, რომლებიც მოჰყვა ერევანში პოლიციის მიერ

შეტაკებების დროს, რომლებიც მოჰყვა ერევანში პოლიციის მიერ
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშლას, დაიღუპა 8 პირი, დაშავებულია 130-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 33 პოლიციელია.
გაეროს ადამიანის უფლებების საკითხთა უწყების ხელმძღვანელმა ლუიზ არბურმა მოუწოდა სომხეთის ხელისუფალთ, თავი შეიკავონ წუხელ მომხდარი მოვლენების შემდეგ. არბურმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატა მომხდარის გამო. აშშ-მა დაპირისპირების მონაწილეებს პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდა.
სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა გუშინდელი არელობის შემდეგ ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა 20 დღით. ოპოზიციის ლიდერს ლევონ ტერ-პეტროსიანს შინა პატიმრობა მიუსაჯეს. ერევანში დღეს ეუთომ საგანგებო წარგზავნილი მიავლინა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხავიერ სოლანა. სომხეთში თავისი წარმომადგენელი გააზავნა ევროკავშირმაც. რობერტ ქოჩარიანს ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სომხეთის მთავრობას და მის ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG