Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მომავალ, 150-კაციან პარლამენტში 75


საქართველოს მომავალ, 150-კაციან პარლამენტში 75 დეპუტატს მაჟორიტარული პრინციპით აირჩევენ,

საქართველოს მომავალ, 150-კაციან პარლამენტში 75 დეპუტატს მაჟორიტარული პრინციპით აირჩევენ,
ხოლო 75-ს - პროპორციული სისტემით. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. მისი ინფორმაციით, მაჟორიტარები და სახელისუფლებო გუნდი უკვე შეთანხმდნენ, რომ გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარების ინიციატივის შესაბამისად ჩატარდება და ამის შესახებ ოპოზიციაც ინფორმირებულია. მაჭავარიანის განმარტებით, არჩევნებზე თითოეულ რაიონს შეეძლება, პარტიის გარდა, ცალკე ბიულეტენით აირჩიოს მაჟორიტარი დეპუტატი, ანუ ზოგადად, მხარი დაუჭიროს პარტიას, რომლის სამოქმედო გეგმაც მოსწონს, ხოლო მის რაიონში ხმა მისცეს, თუნდაც, სულ სხვა პარტიის წარმომადგენელ მაჟორიტარ კანდიდატს. ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ პარლამენტის დღევანდელ სხდომას და მონაწილეობა არ მიიღეს აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვაში. მათვე პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და დაგმეს პარლამენტის მიერ მოწონებული საკონსტიტუციო ცვლილება.
XS
SM
MD
LG