Accessibility links

logo-print

აფხაზეთიდან დევნილი ექიმები საპროტესტო აქციას


აფხაზეთიდან დევნილი ექიმები საპროტესტო აქციას გამართავენ ტელეკომპანია “მზის” თანამშრომლის,

აფხაზეთიდან დევნილი ექიმები საპროტესტო აქციას გამართავენ ტელეკომპანია “მზის” თანამშრომლის,
მალხაზ ბასილაიას გათავისუფლების მოთხოვნით. ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იუწყება. მისივე ცნობით, აქცია ხვალ, 17 საათზე, ზუგდიდში, გაეროს ოფისთან დაიწყება. აფხაზურმა მილიციამ მალხაზ ბასილაია გასულ კვირაში დააკავა მდინარე ენგურის ხიდზე, როცა ის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის გადაღებას ცდილობდა. სოხუმის ხელისუფლებამ იგი საზღვრის უკანონო დარღვევაში დაადანაშაულა. ჟურნალისტი და მისი ოპერატორი დავით წოწორია სოხუმის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
XS
SM
MD
LG