Accessibility links

logo-print

სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა უარით


სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა უარით უპასუხა საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს

სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა უარით უპასუხა საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს
ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების შესახებ, განაცხადა რა, რომ ოპოზიცია პასუხისმგებელია იმ რვა კაცის დაღუპვისთვის, რომელიც 2 მარტს მომხდარ შეტაკებებს შეეწირა. პრეზიდენტის პრესმდივნის ვიქტორ სოღომონიანის თქმით, იარებს ჯერ მოშუშება სჭირდება. დღესვე პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა ოთხ ოპოზიციონერ კანონმდებელს, რის შემდეგაც გაიცა მათი დაპატიმრების ორდერები. სულ, შეტაკებების ორგანიზების ბრალდებით, 30-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.
XS
SM
MD
LG