Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს.
ქაიროში, ეგვიპტის პრეზიდენტთან ჰოსნი მუბარაქთან შეხვედრის შემდეგ ის ისრაელში ჩავიდა, მერე კი პალესტინელთა ავტონომიას ეწვია. რაისმა კვლავ მოუწოდა ისრაელსა და პალესტინელებს, დაუყოვნებლივ განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ შეწყვიტა. კონდოლიზა რაისმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ. ასეთივე შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. [ჯორჯ ბუშის ხმა] "ეს არის პროცესი, რომლის დროსაც წინ გადადგმულ ორ ნაბიჯს უკან გადადგმული ერთი ნაბიჯი მოჰყვება. ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ, რომ ეს მართლაც მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყოს. კონდი რაისი ახლა რეგიონშია და ზოგჯერ კულისებში ისეთი რამ ხდება, რაზეც ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის. ასე რომ, დიახ, ამ საქმეს ოპტიმისტურად ვუყურებ." დღესვე, პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG