Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლუმბია აპირებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო


კოლუმბია აპირებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს თხოვნით,

კოლუმბია აპირებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს თხოვნით,
მეამბოხეთა დაფინანსებისთვის ბრალი წაუყენოს ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს. კოლუმბიის ხელისუფლების მტკიცებით, "ფარკის" ულტრამემარცხენე დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის დროს აღმოჩენილ იქნა სამხილი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ფულს ვენესუელისგან იღებდა. კოლუმბიის სამხედრო შენაერთების მიერ ვენესუელის ტერიტორიაზე ჩატარებულ ოპერაციას დიპლომატიური კონფლიქტი მოჰყვა. ეკვადორმა და ვენესუელამ ბოგოტიდან თავიანთი ელჩები გაიხმეს და კოლუმბიის საზღვართან შეიარაღებული ძალების დამატებითი შენაერთები გაგზავნეს. დღეს კოლუმბიის პრეზიდენტს ალვარო ურიბეს ტელეფონით დაურეკა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და მას ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
XS
SM
MD
LG