Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მთავრობის გაფართოებულ სხმდომაზე განაცხადა,

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მთავრობის გაფართოებულ სხმდომაზე განაცხადა,
რომ შეიქმნება არაფორმალური სახელმწიფო საბჭო, რომელიც დაახლოებით თვეში ერთხელ შეიკრიბება. პრეზიდენტის თქმით, ასეთ შეკრებაზე უნდა იყოს მსჯელობა რაიონების პრობლემებზე, პროგრამების “საქართველოს სიღარიბის გარეშე” და “სოფლის აღორძინების” შესრულებაზე. როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, "საქართველო არ არის მარტივ სიტუაციაში": [სააკაშვილის ხმა] "საწვავზე ფასები იზრდება -
მკვეთრად გაიზარდა უკვე, ზოგადად, ფასების სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე იზრდება, ე.ი. პირველი მომხარების საგნები ძვირდება ჩვენი ადამიანებისთვის. ერთადერთი გზა ამის გადალახვის და ამ საკითხების გადაწყვეტისა არის ჩვენი ხალხის რეალური შემოსავლების ზრდა, არის სოციალური დახმარებების გაზრდა გამომდინარე უკეთესი საგადასახადო ადმინისტრირებისგან, არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარება". პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის სტაბილური და მშვიდი განვითარების პირობებში გაიზრდება ინვესტიციების მოცულობაც.
XS
SM
MD
LG