Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები. ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე შეხვდნენ აგრეთვე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანკო ფრატინის. შეხვედრისას მხარეებმა სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაესვა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას საქართველოსთვის.
XS
SM
MD
LG