Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (ოპეკი)


ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (ოპეკი) არ აპირებს მეტი ნავთობის წარმოებას

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (ოპეკი) არ აპირებს მეტი ნავთობის წარმოებას
მსოფლიო ბაზარზე საწვავის სიძვირის მიუხედავად. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სამშაბათს მოუწოდა ოპეკს, გაითვალისწინოს ზარალი, რომელიც აშშ-ის ეკონომიკას ადგება ნავთობის სიძვირის გამო. მაგრამ ოპეკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დღეს ვენაში გამართულ შეხვედრაზე გამოთქვეს შეფასება, რომ ბაზარზე გავლენას ახდენს ფაქტორები, რომელთაც ოპეკი ვერ აკონტროლებს - ამ ფაქტორებს შორის ასახელებენ სუსტ დოლარს. ოპეკის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ნედლი ნავთობის ფასმა აშშ-ში სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია: ბარელის ფასი 104 დოლარს აღემატება.
XS
SM
MD
LG