Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და უკრაინამ მოაგვარეს გაზის


რუსეთმა და უკრაინამ მოაგვარეს გაზის ფასის გარშემო უთანხმოება,

რუსეთმა და უკრაინამ მოაგვარეს გაზის ფასის გარშემო უთანხმოება,
რომლის გამოც კომპანია "გაზპრომს" განახევრებული ჰქონდა უკრაინაში ექსპორტი. ერთობლივ განცხადებაში რუსეთის "გაზპრომი" და უკრაინის კომპანია "ნაფტოჰაზი" იუწყებიან, რომ უკრაინისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია. "გაზპრომის" პრეს-მდივან სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, საკითხზი მოგვარდა ორი კომპანიის ხელმძღვანელთა სატელეფონო საუბრის დროს. [კუპრიანოვის ხმა] "მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე მიწოდებული გაზის საფასურს მთლიანად უკრაინის "ნაფტოგაზი" გადაიხდის - წლის დამდეგისთვის არსებული სქემის მიხედვით. ევროპელი მომხმარებლისთვის განკუთვნილი გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიით სრული მოცულობით ხორციელდება. უკრაინის მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია." უკრაინაში გაზის ექსპორტი 25 პროცენტით შეიკვეცა ორშაბათს და კიდევ 25 პროცენტით - მომდევნო დღეს. "გაზპრომის" განცხადებით, უკრაინას 600 მლნ დოლარის ვალი აქვს გასასტუმრებელი.
XS
SM
MD
LG