Accessibility links

ბრიუსელში შეკრებილი ნატოს ქვეყნების საგარეო


ბრიუსელში შეკრებილი ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ ალიანსის გაფართოების

ბრიუსელში შეკრებილი ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ ალიანსის გაფართოების
საკითხებს. მიმდინარეობს მზადება ნატოს სამიტისთვის, რომელიც 2-4 აპრილს ბუქარესტში გაიმართება. მინისტრების მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ალბანეთის, ხორვატიისა და მეკედონიის გაწევრიანება. ალიანსის გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი მიესალმება ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციას ნატოში. მისი აზრით, ეს ერთადერთი საიმედო გზაა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. ალიანსის წევრი ქვეყანა – საბერძნეთი – იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს მაკედონიის ამ სახელით გაწევრიანებას გაერთიანებაში, რადგანაც ქვეყანამ შესაძლოა ტერიტორიული პრეტენზია გამოთქვას ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინციასთან, მაკედონიასთან, მიმარებით. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა გზა გადაუკეტოს ალბანეთსა და ხორვატიასაც, რადგანაც, ნატოს არაერთი ქვეყნის დიპლომატთა მტკიცებით, ეს სამი ქვეყანა მხოლოდ ერთად უნდა გაწევრიანდეს ალიანსში.
XS
SM
MD
LG