Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ბრიუსელში, არ გამოიკვეთა ერთიანი მიდგომა

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ბრიუსელში, არ გამოიკვეთა ერთიანი მიდგომა
საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (მეპის) მიცემასთან დაკავშირებით. როგორც "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, საქართველოსა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების საკითხს ეწინააღმდეგებიან: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ბელგია და ლუქსემბურგი. მოწინააღმდეგეებს არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ უკრაინაში ნატოსთან მიმართებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, ხოლო საქართველოს კონფლიქტურმა რეგიონებმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ალიანსის თავდაცვის სისტემას. საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის აქტიურობენ: ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ნაწილობრივ – ბრიტანეთი.
XS
SM
MD
LG