Accessibility links

logo-print

10-დღიანი ტყვეობის შემდეგ, დღეს აფხაზეთის


10-დღიანი ტყვეობის შემდეგ, დღეს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა ტელეკომპანია მზის

10-დღიანი ტყვეობის შემდეგ, დღეს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა ტელეკომპანია მზის
კორესპონდენტი მალხაზ ბასილაია და მისი ნათესავი დავით წოწერია. გათავისუფლებულები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა და მათ მადლობა დაგაუხადა. მალხაზ ბასილაია და დავით წოწერია
დღეს ენგურის ხიდზე გაეროს მისიის ავტომობილით გადაიყვანეს. მათ ენგურის ხიდთან ოჯახის წევრები და ქართველი ჟურნალისტები დახვდნენ. მათ გათავისუფლების პროცესში აქტიურობდნენ აფხაზი ჟურნალისტებიც. მალხაზ ბასილაია, დავით წოწერია და მისი დედა მაია დანელია აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გალის რაიონში 26 თებერვალს დააკავეს. მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდათ ბრალად. მაია დანელია რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. მას ჯარიმის სახით 1500 რუბლის გადახდა დაეკისრა.
XS
SM
MD
LG