Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზის სექტორში უკიდურესად


ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზის სექტორში უკიდურესად გაუარესებულია მას შემდეგ, რაც 1967 წელს ისრაელმა

ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზის სექტორში უკიდურესად გაუარესებულია მას შემდეგ, რაც 1967 წელს ისრაელმა
დაიკავა ეს ტერიტორია, – ნათქვამია დღეს გავრცელებულ ანგარიშში, რომელსაც ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციათა კოალიცია აწერს ხელს. კოალიციაში 8 ბრიტანული ორგანიზაცია ერთიანდება, მათ შორის არის ემნესტი ინტერნეშენალი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი, რაც მილიონზე მეტ ადამიანს ითვლის, საკვები პროდუქტების ნაკლებობას განიცდის. ეს მაჩვენებელი 2006 წელს 60 პროცენტს შეადგენდა. ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი უმუშევარია; საავადმყოფოებს დღის მანძილზე ლამის 12 საათის მანძილზე ეთიშება ელექტოენერგია; კატასტროფის პირას არის წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ყველა პრობლემას აბრალებს დაჯგუფება ჰამასს, რომელიც აკონტროლებს ღაზას.
XS
SM
MD
LG