Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის შეზღუდვა თუ ეროვნული ბანკის რეფორმა


საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, ანუ მუხლობრივად, განიხილა მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც ეროვნული ბანკის რეფორმირებას შეეხება.

მოსმენას კამათის გარეშე არ ჩაუვლია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია სესიაში არ მონაწილეობს. საკანონმდებლო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობიდანაც გამოუჩნდნენ ოპონენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკის რეფორმირებით მისი ფუნქციები იზღუდება. მთავრობა კი ირწმუნება რომ ეროვნული ბანკის რეფორმირება ფინანსურ სექტორს გააჯანსაღებს.

შესაბამისად მთავრობის ახალი ინიციატივისა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით განიხილა, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, ანუ ინფლაციის რეგულირება, იქნება. რეფორმამდე ეროვნული ბანკის მისია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება იყო. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ ლადო პაპავას აზრით, ეროვნული ბანკის ფუნქციების შეკვეცა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება:

[ლადო პაპავას ხმა] ”95-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის...”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე კი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკისთვის კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევითა და ინფლაციის რეგულირებაზე მისი კონცენტრირებით, კონსტიტუცია არ ირღვევა:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”მაღალი ინფლაციის პირობებში წარმოუდგენელია საუბარი...”

მთავრობის ამგვარ დამოკიდებულებას არ იზიარებს ოპოზიციური პარტიის, ახალი მემარჯვენეების, ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი იაშვილი. მისი აზრით, ეროვნული ბანკისთვის მხოლოდ ინფლაციის მარეგულირებლის ფუნქციის დაკისრებამ პირველი უარყოფითი შედეგები უკვე მოიტანა:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”იმიტომ რომ ეროვნული ბანკი...”

მთავრობა კი ფიქრობს, რომ ფინანსური სტაბილურობის გარეშე ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია. გარდა ამისა, მმართველ პოლიტიკურ გუნდს გადაწყვეტილი აქვს საქართველო საერთაშორისო საფინანსო ცენტრად გადააქციოს, რაც ეროვნული ბანკის რეფორმირების გარეშე შეუძლებლად მიაჩნია.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის ფინანსურ სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია ბანკთანვე არსებულ სააგენტოს გადაეცემა. ასეთ რეფორმას, კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, დადებითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია:

[დავით ნარმანიას ხმა] ”ზედამხედველობის ფუნქციის გამოტანა...”
ეროვნული ბანკის რეფორმირებას გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ფონდის წარმომადგენლის დევიდ ოუენის აზრით, ეროვნულმა ბანკმა ავტონომია უნდა შეინარჩუნოს.

XS
SM
MD
LG