Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ფიქრობს, რომ ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ფიქრობს, რომ ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის
გამარტივდება მას შემდეგ, რაც ქვეყანას დმიტრი მედვედევი ჩაიბარებს. ვარაუდი დღეს მან მოსკოვში სტუმრად მყოფ ანგელა მერკელს, გერმანიის კანცლერს გაუმხილა. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მეტად კმაყოფილია გერმანიისა და რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობით. ანგელა მერკელმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მედვედევისთვის "ყველა კარი ღიაა". თუმცა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ გერმანია ემხრობა "ღია და კრიტიკულ დიალოგს". როგორც იუწყებიან, მერკელის მოსკოვში ჩასვლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვა. პუტინის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის მაჩვენებელი ბოლო 6 წლის მანძილზე 3,5-ჯერ გაიზარდა და 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გერმანია რუსეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. გავრცელებული ცნობით, გერმანიის კანცლერი აპირებდა მოსკოვში ესაუბრა რუსეთის დემოკრატიული განვითარების ნაკლოვანებებზე, რაც მას მანამდეც არაერთხელ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG