Accessibility links

logo-print

ბელორუსიამ მიმართა აშშ-ის ელჩს -


ბელორუსიამ მიმართა აშშ-ის ელჩს - დატოვოს ქვეყანა, ხოლო თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია აშშ-დან.

ბელორუსიამ მიმართა აშშ-ის ელჩს - დატოვოს ქვეყანა,
ხოლო თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის
გამოიწვია აშშ-დან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშინგტონმა ახალი სანქიები დააწესა ბელორუსიის სახელმწიფო კომპანიის "ბელნეფტეხიმის"-წინააღმდეგ. თეთრი სახლი გმობს მინსკის ასეთ ნაბიჯს, მას უკანონოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები გამოიწვევს ბელორუსიის კიდევ უფრო იზოლირებას ევროპისგან. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის ელჩი არ დატოვებს ბელორუსიას. ვაშინგტონმა ბელორუსიის ლიდერებს სხვადასხვა სახის სანქციები დაუწესა. მათ შორის არის - შეზღუდვები მოგზაურობაზე. სანქციები დაწესდა მინსკის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევისა და პოლიტიკური რეპრესიების გამო.
XS
SM
MD
LG