Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერატში დღეს


დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერატში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც

დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერატში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც
მიმართული იყო დანიისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ. აქციის მონაწილე რამდენიმე ათასი ადამიანი აპროტესტებდა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურების ხელახალ დაბეჭდვას დანიის რამდენიმე გაზეთში. ჰოლანდიის მისამართით გამოხატული უკმაყოფილება კი, უკავშირდება პოლიტიკოსის მიერ გადაღებულ ფილმს, რომელშიც, გავრცელებული ცნობით, სასტიკად არის გაკრიტიკებული ისლამი. სტადიონზე შეკრებილმა მომიტინგეებმა ავღანეთის მთავრობას მოსთხოვეს, ქვეყნიდან გააძევოს დაახლოებით 2400 დანიელი და ჰოლანდიელი ჯარისკაცი, რომლებიც ნატოს სამხედრო მისიაში არიან ჩართული.
XS
SM
MD
LG