Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში


სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა 19 თებერვლის

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა 19 თებერვლის
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რაც მანამდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა. გამარჯვებულად გამოცხადებულია პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი. საკონსტიტუციო სასამართლოს, არჩევნების ოფიციალური შედეგების გაუქმების მოთხოვნით, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა მიმართა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 19 თებერვალს სომხეთში არჩევნები გაყალბდა და მცდარია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევონ ტერ-პეტროსიანმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 21,5 პროცენტი მიიღო. ტერ-პეტროსიანი 1 მარტის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, როცა მიტინგის დარბევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, შინაპატიმრობაში იმყოფება.


XS
SM
MD
LG