Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტი მზად არის, დანიშნოს


სერბიის პრეზიდენტი მზად არის, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ბორის ტადიჩის ასეთი განცხადება მოჰყვა სერბიის პრემიერ-მინისტრის

სერბიის პრეზიდენტი მზად არის, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ბორის ტადიჩის ასეთი განცხადება მოჰყვა სერბიის პრემიერ-მინისტრის
მიერ გამჟღავნებულ გეგმას. ვოისლავ კოშტუნიცა აპირებს ორშაბათს მოიწვიოს მთავრობის სხდომა, რათა დათხოვილ იქნას პარლამენტი და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები 11 მაისს. ასეთი განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს გააკეთა, კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით გამოწვეული სამთავრობო კრიზისის ფონზე. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბელგრადში კოშტუნიცამ განაცხადა, რომ "სერბიის მთავრობას აღარ აქვს ერთიანი პოლიტიკა ქვეყნის მომავლის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით – რომ კოსოვო სერბიის ნაწილია." მანამდე სერბიის პრემიერ-მინისტრმა ეჭვი გამოთქვა პარტნიორების მისამართით პრო-დასავლურ მმართველ კოალიციაში, რომ ისინი გულწრფელად იბრძვიან კოსოვოს შესანარჩუნებლად სერბიის შემადგენლობაში. ხუთშაბათს კოშტუნიცას მთავრობის წევრებმა არ დაუჭირეს მხარი ნაციონალისტების მოთხოვნას, რომ სერბიამ უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგანაც ამ გაერთიანების ქვეყნებმა აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა.


XS
SM
MD
LG