Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დასრულდა


საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დასრულდა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დასრულდა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია.
გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს საპრეზიდენტო არჩევნების ხმების ხელახლა დათვლას, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ყველანაირი პირობების შექმნას და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. როგორც პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ: [გაჩეჩილაძის ხმა] "დღეს საქართველოში იწყება ახალი ნოემბრები! ეს იქნება პერმანენტული აქცია მანამ, სანამ ჩვენ ჩვენ მიზანს არ მივაღწევთ. ეს მიზანი არის არჩევნები! თავისუფალი არჩევნები! ეს სკამი და სკამები არ არის მიხეილ სააკაშვილის და ნინო ბურჯანაძის. მინდა ხმამაღლა ვთქვა: ბევრჯერ მყავს ნაგინები მიხეილ სააკაშვილი. ეხლა ნინო ბურჯანაძის გინებაზე გადავალ. გადავალ იმიტომ, რომ ის გინების ღირსია!" (ტაში) ოპოზიციის ხუთმა წარმომადგენელმა - ზვიად ძიძიგურმა, კობა დავითაშვილმა, ბიძინა გუჯაბიძემ, ირაკლი მელაშვილმა და გია თორთლაძემ შიმშილობა გამოაცხადეს და მის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათს მოთხოვნებს არ შეასრულებს.
XS
SM
MD
LG