Accessibility links

logo-print

სერბიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას


სერბიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას აპირებენ

სერბიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას აპირებენ
კოსოვოს საკითხის გარშემო მმართველ კოალიციაში განხეთქილების გამო. პრეზიდენტი ბორის ტადიჩი, სავარაუდოდ, ხვალ გამოვა განცხადებით მაისში ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე. მმართველი კოალიციის დაშლის შესახებ კი შაბათს გააკეთა განცხადება სერბიის პერმიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ. მან ვერ შეძლო კაბინეტის დარწმუნება, რომ მიზანშეწონილია ევროკავშირთან სერბიის დაახლოებაზე უარის თქმა კოსოვოს საკითხის გამო. მანამდე კოშტუნიცამ არაერთხელ დაგმო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, როგორც უკანონო ნაბიჯი. კოსოვომ 17 თებერვალს გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG