Accessibility links

logo-print

სერბიის კაბინეტი, თავისი განცხადებით, პრეზიდენტ


სერბიის კაბინეტი, თავისი განცხადებით, პრეზიდენტ

სერბიის კაბინეტი, თავისი განცხადებით, პრეზიდენტ
ბორის ტადიჩს მიმართავს, დაშალოს პარლამენტი და ახალი არჩევნები მოაწყოს 11 მაისს. ეს განცხადება გამოქვეყნდა მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა, ვოისლავ კოშტუნიცამ 8 მარტს კოალიციური მთავრობის დაშლის შესახებ გაავრცელა ცნობა. მთავრობა დაიშალა კოსოვოს საკითხზე ნაციონალისტ და პროდასავლურად განწყობილ მინისტრებს შორის უთანხმოების გამო. კოშტუნიცამ და მისმა მომხრეებმა ვერ დაიყოლიეს პროდასავლური მინისტრები, კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ პროტესტის ნიშნად, ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებაზე. პროდასავლურ მინისტრებს ევროკავშირთან მოლაპარაკება სურთ.
XS
SM
MD
LG