Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიცია უპასუხისმგებლო და


საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიცია უპასუხისმგებლო და არასერიოზულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიცია უპასუხისმგებლო და არასერიოზულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა
და მას დიალოგისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს კახეთში ყოფნისას ოპოზიციის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა რეგიონს უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. პრეზიდენტის შეფასებით, თუ რომელიმე პარტია თვლის, რომ ერთი სისტემა მათ უკეთეს, ხოლო მეორე – უარეს პირობებში აყენებს, ეს საკმარისი მიზეზი არ არის, იმისთვის რომ ქვეყნის გადატრიალებისკენ და ვითარების არეულობისკენ მოწოდებით გამოხვიდე. სააკაშვილის თქმით, ასეთი დამოკიდებულება უპასუხისმგებლო და არასერიოზულია.
XS
SM
MD
LG