Accessibility links

გაეროში აშშ-ის ელჩმა დღეს სინანული


გაეროში აშშ-ის ელჩმა დღეს სინანული გამოთქვა აფხაზეთთან მიმართებით რუსეთის პოზიციის გამო:

გაეროში აშშ-ის ელჩმა დღეს სინანული გამოთქვა აფხაზეთთან მიმართებით რუსეთის პოზიციის გამო:
ელჩმა ზალმაი ხალილზადმა გაეროს შტაბ-ბინაში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა: [ხალილზადის ხმა] “აფხაზეთის მიმართ “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” მიერ დაწესებული სანქციების რუსეთის მხრივ ცალმხრივი გაუქმების გამო აშშ გამოთქვამს სინანულს. ჩვენი აზრით, ამას არ შეაქვს წვლილი სამხრეთი კავკასიის სტაბილურობის საქმეში, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში, ან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში. შეშფოთებას გამოვხატავთ რუსეთის წინაშე და უწყვეტი დიალოგი გვაქვს მასთან. ჩვენ სინანულს გამოვხატავთ იმის გამო, რომ რუსეთი, რომელიც იცნობს რეგიონს, აქვს უნარი დაეხმაროს მას, არ თანამშრომლობს გაეროსა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის გზით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ტერიტორიული დაპირისპირების მოგვარებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”. ხალილზადმა დასძინა, რომ აშშ ვერ ხედავს რაიმე კავშირს კოსოვოსა და აფხაზეთის საკითხებს შორის. დღესვე გაეროს შტაბ-ბინაში ჟურნალისტები წინაშე წარდგა გაეროს საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანია, რომელიც ასევე შეეხო აფხაზეთთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG