Accessibility links

მსოფლიოში 2007 წელს ადამიანის უფლებათა


მსოფლიოში 2007 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობა დაწვრილებით აისახა საანგარიშო მოხსენებებში,

მსოფლიოში 2007 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობა დაწვრილებით აისახა საანგარიშო მოხსენებებში,
რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კონკრეტული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონათან ფარარმა ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე წარადგინეს წლიური ანგარიში. მასში რუსეთი ისევ "უხეშ დამრღვევებს" შორის არის მოხსენიებული. როგორც ჯონათან ფარარმა განაცხადა: [ჯონათან ფარარის ხმა] "უხეში დარღვევების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია რუსეთი, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლების ცენტრალიზაცია, მორჩილი სახელმწიფო სათათბირო, კორუფცია და კანონის განხორციელების შერჩევითობა, გართულებული წესები არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის, მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები კვლავინდებურად ხელს უწყობდა საკუთარი მოქალაქეების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების შესუსტებას." რაც შეეხება საქართველოს, შეფასება არაერთგვაროვანია: ერთი მხრივ, ანგარიშის ავტორები მიუთითებენ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე, განსაკუთრებით შემოდგომაზე, მაგრამ აღნიშნავენ გაუმჯობესებასაც, რაც, მაგალითად, მოსამართლეების უკეთ მომზადების თვალსაზრისით შეინიშნება.
XS
SM
MD
LG