Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა 165 ხმით 2-ის


საქართველოს პარლამენტმა 165 ხმით 2-ის წინააღმდეგ მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო

საქართველოს პარლამენტმა 165 ხმით 2-ის წინააღმდეგ მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო
ცვლილება დაამტკიცა. კენჭისყრა პარლამენტში ხმაურიანი დებატების ფონზე მიმდინარეობდა. საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 75 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, ხოლო დარჩენილი 75-ის არჩევას პროპორციული წესი დაედება საფუძვლად. საკონსტიტუციო ცვლილების უკვე დამტკიცებას ოპოზიცია ცინიზმად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით პარლამენტმა ქვეყანაში ქაოსის დაწყებას შეუწყო ხელი. პარლამენტის შენობის წინ შიმშილობის აქცია გრძელდება.
XS
SM
MD
LG