Accessibility links

logo-print

ბელორუსია დატოვა აშშ-ის ელჩმა მას


ბელორუსია დატოვა აშშ-ის ელჩმა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა.

ბელორუსია დატოვა აშშ-ის ელჩმა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა.
ელჩის კარენ სტიუარდსის ვაშინგტონში გამგზავრების შესახებ ცნობას საელჩოს ვებ გვერდი აქვეყნებს. ცნობაში ნათქვამი არ არის, თუ როდის დაბრუნდება ამერიკელი დიპლომატი მინსკში. ქვეყნის დატოვების მოწოდებით ამერიკის ელჩს ბელორუსიის ხელისუფლებამ გასულ კვირაში მიმართა. პარალელურად, მინსკმა ვაშინგტონიდან კონსულტაციებისთვის გამოიწვია თავისი ელჩი. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ასეთი მკაცრი ნაბიჯები მოჰყვა ბელორუსიის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ("ბელნეფტხიმის") წინააღმდეგ ამერიკის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს.
XS
SM
MD
LG