Accessibility links

სულ ცოტა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე


სულ ცოტა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი კანადელი სამხედრო დაიჭრა თვითმკვლელის მიერ

სულ ცოტა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი კანადელი სამხედრო დაიჭრა თვითმკვლელის მიერ
დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, დღეს სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში. აფეთქება მოხდა დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით ბაზიდან, სადაც ნატოს ეგიდით მოქმედი სარეკონსტრუქციო ჯგუფია დაბინავებული. მისიას კანადელი სამხედროები ახორციელებენ. თვითმხილველთა ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა არაერთი ავტომანქანა. დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია სამი რუმინელი ჯარისკაცის დაჭრის შესახებ. ისინი ქალაქ ყანდაარში ყალათიდან მიემგზავრებოდნენ, როცა გზაზე ბომბი აფეთქდა.
XS
SM
MD
LG