Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გაიმართა საპარლამენტო


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გაიმართა საპარლამენტო მოსმენა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გაიმართა საპარლამენტო მოსმენა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის
და დნესტრისპირეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხზე. საუბარი შეეხო ამ თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ურთიერთობის გაღრმავების ზომებს. კრემლის პოლიტიკის მომხრე კანონმდებლებმა წარადგინეს რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის რეგიონებში რუსეთის დიპლომატიური მისიების გახსნას. გავრცელებული ინფორმაციით, სათათბირო 19 მარტს განიხილავს საპარლამენტო მოსმენის შედეგების შესახებ განცხადების პროექტს. როგორც დღეს სახელმწიფო სათათბიროში მოსმენის დაწყებამდე განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი ოსტროვსკიმ: [ოსტროვსკის ხმა] "რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დაჟინებით და თანმიმდევრულად უჭერს მხარს როგორც სერბიის, ისე საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიულ მთლიანობას. სხვა საკითხია, რომ არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს რუსეთის მოქალაქეების ბედი უწინარესად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მოწმენი ვართ საქართველოს ხელმძღვანელობის სწრაფვისა, არაღიარებული ტერიტორიების პრობლემა ძალისმიერი გზით გადაჭრას. ეს კი ხიფათს უქმნის რუსეთის მოქალაქეებისა და აღნიშნული არაღიარებული რესპუბლიკების სხვა მცხოვრებთა უსაფრთხოებას." თბილისში რუსეთის საელჩოსთან დღეს საპროტესტო აქცია მოეწყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხის განხილვის გამო.
XS
SM
MD
LG