Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანაში მიმდინარე შიმშილობის აქციებს ნინო


ქვეყანაში მიმდინარე შიმშილობის აქციებს ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს

ქვეყანაში მიმდინარე შიმშილობის აქციებს ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს
და ოპოზიციას მოუწოდებს, ცივილიზებულ კამპანიას დაუბრუნდნენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნო კამპანიისას იმავე მეთოდებს მიმართავენ, როგორი მოწმენიც 10 წლის წინ ვიყავით. ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს ემოციურად და არა რაციონალურად. "ახალმა მემარჯვენეებმა", რომელთა ლიდერი დავით გამყრელიძე პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში შიმშილობს, ბურჯანაძეს გადადგომისკენ მოუწოდეს. ამ მოწოდებას მყისვე მოჰყვა უმრავლესობის წარმომადგენელთა რეაქცია. მაგალითად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებასთან დილოგისთვის ყველა რესურსი ამოეწურა. მაჭავარიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლება ყოველთვის მზად არიან, აწარმოონ კონსტრუქციული მოლაპარაკება ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG