Accessibility links

logo-print

ირანში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.


ირანში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ირანში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
სადეპუტატო მანდატებს ერთმანეთს ეცილებოდნენ ორი კონსერვატული და ერთი რეფორმისტული დაჯგუფების წევრები. წლევანდელი კენჭისყრა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით აღინიშნა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რევოლუციის გუშაგთა საბჭომ კენჭისყრაში მონაწილეობა აუკრძალა რეფორმების 1700-ზე მეტ მომხრეს, დაადგინა რა, რომ ისინი ისლამური სახელმწიფოს ფასეულობებისადმი საკმარის ერთგულებას არ იჩენენ. მიმომხილველთა ვარაუდით, არჩევნების შედეგი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის პოპულარობის დაცემას გვიჩვენებს. ირანელთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ინფლაციის ზრდის მაღალი ტემპით და უმუშევრობის მაღალი დონით. 2009 წელს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
XS
SM
MD
LG